вторник, 26 июля 2011 г.

სიგარეტი-მცოცავი სიკვდილი


-         პროექტის იდეა :  მოსწავლეები პროექტის განხორციელებისას ისწავლიან , რომ სიგარეტის მოწევა  საშიშია  სიცოცხლისათვის.
-         პროექტის თემა:  თემას ირჩევენ რეალური პრობლემიდან გამომდინარე.
-         პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა:
-         დღეს მოზარდი თაობის წინაშე  ნამდვილად დგას ეს პრობლემა, ამიტომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეებს მიიღონ თეორიული ცოდნა სიგარეტის მავნეობის შესახებ. საკუთარი თვალით ნახონ და შეადარონ  მწეველთა და არამწეველთა ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა და თავად აირჩიონ ცხოვრების წესი.
-         პროექტის მიზანი:     პროექტის მიზანია მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ კვლევის , ძიების, დაკვირვების და ლოგიკური აზროვნების უნარი.
-         მოსალოდნელი შედეგი:     მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ნეგატიური დამოკიდებულება არაჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ. აქტიურად ჩაერთვებიან სხვების მიმართ პროპაგანდაშიც, რათა ისინიც არ აღმოჩნდნენ  გამოუსწორებელი შედეგების წინაშე. შეიქმნება პრეზენტაცია, შეიქმნება ბლოგი
-         მოსწავლეთა ასაკი/ვადები:   პროექტს განახორციელებენ მე-10-ე კლასის მოსწავლეები. შესრულების ვადა 2 კვირა.
-         პროექტის მსვლელობა:    კლასი დაიყოფა ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მიეცემა თავისი სამუშაო.
-         ერთი ჯგუფი გააკეთებს მონიტორინგს საკუთარ სკოლაში და დაადგენს შედეგებს.-რამდენი მწეველია სკოლაში.
-         მეორე ჯგუფი ინტერნეტის საშუალებით მოიძიებს ინფორმაციას მწეველების შესახებ საქართველოში და დაადგენს პროცენტულ მაჩვენებელს.
-         მესამე ჯგუფი ბიბლიოთეკასთან ,  ბიოლოგიის  და ქიმიის საგნებთან  თანამშრომლობით მოიძიებს ინფორმაციას ნიკოტინის შესახებ. ათეოსკლეროზისა დაგულის დაავადებათა შესახებ.
-         გამოიყენებენ ვიდეო მასალასაც, რაც პროექტის მიზანს უფრო ეფექტურს გახდის.
-         პროექტის პრეზენტაცია და შეფასება:    პროდუქტის პრეზენტაციის შემდეგ მოხდება შემაჯამებელი შეფასება წინასწარ შემუშავებული რუბრიკის მიხედვით.
პროექტის ხელმძღვანელი-ფატი წულუკიძე
ელ. ფოსტა-gfgeda@gmail.com
ვებ-გვერდი/ბლოგი-gfgeda.blogspot.com
გაკვეთილის გეგმა-ალუდა ქეთელაური